
თამთა კილასონია
თამთა არის Constellatos International -ის ამბასდორი, იოგა სტუდიო Lumos -ის იოგას ინსტრუქტორი, სისტემური განლაგებების ვორკშოპების ასისტენტი, აქტიური მედიტაციების და ჰოლოტროპული სუნთქვის სპეციალისტი

ჩემს შესახებ
ჩემი საქმიანობის ძირითადი სფეროა მედიტაცია და იოგა. ვატარებ იოგას ჯგუფურ მეცადინეობებს, ასევე კერძო გაკვეთილებს. დროდადრო ვხელმძღვანელობ ოშოს დინამიურ და კუნდალინის მედიტაციებს. ამ პროგრამების ხანგრძლივობაა 21 დღე.
მე ასევე ვხელმძღვანელობ ჰოლოტროპულ სუნთქვასა და ჰიპნოთერაპიას.
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება ადამიანები და მათი კეთილდღეობაა. ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროებში ემსახურება როგორც ჩემს, ასევე მათი ცხოვრების ხარისხის გააზრებას და გაუმჯობესებას.
ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი სისტემური განლაგების მეთოდით. ამ პროცესში უნიკალურად და განსაკუთრებულად მიმაჩნია ის, თუ როგორ აძლევს ეს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ბევრი სხვადასხვა კუთხით და ასევე სხვისი თვალითაც დაინახონ და უკეთესად გააცნობიერონ თავიანთი საკითხები და პრობლემები.
საქართველოში, ისტორიულად და კულტურულად, ოჯახი ყოველთვის ძალიან ძლიერი ალიანსი იყო და ეს ასეა დღესაც. სწორედ ამიტომ მიმაჩნია სისტემური განლაგების მეთოდი ძალიან აქტუალურად და სარგებლიანად ჩვენი ქვეყნის რეალობაში.
კონტაქტი
მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში.