top of page

თინა კუხიანიძე

თინა არის ლეო ინსტიტუტში თვითშემეცნების სემინარების ფასილიტატორი, ბიზნეს კონსულტანტი, სისტემური განლაგებების ვორქშოპის ასისტენტი.

ჩემს შესახებ

თვითშემეცნებით ცნობიერად რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი “კარგად” იყო, ძალიან დიდ სიცარიელისა და დაბნეულობის განცდით ვცხოვრობდი. იმ მომენტიდან დავიწყე ძიება და პარალელურად ჩემი ინტერესის სფერო გახდა ადამიანი, მისი მრავალმხრივი გამოვლინებით. ჩემი საქმიანობამაც ბიზნეს სფეროდან ამ სამყაროში გადმოინაცვლა.

 

მიუხედავად იმისა, რომ გარე თვალისთვის რადიკალური ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემთვის ნამდვილი შინაგანი ტრანსფორმაცია დაიწყო იმ მომენტში, როდესაც აღმოვაჩინე, რომ გარემოში ცვლილებებით დიდად არაფერი იცვლება შიგნით.

 

ამჟამად ლეო ინსტიტუტში ვარ თვითშემეცნების ლეოს მეთოდოლოგიის ფასილიტატორი, ასევე ბიზნეს გამოცილებიდან გამომდინარე კომპანიებთან მიმდინარე პროგრამების მიმართულებასაც ვხელმძღვანელობ. პარალელურად მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებ სხვადასხვა პრაქტიკების / მეთოდების / ტექნიკების გამოცდას.

 

სისტემური განლაგებებით პირველი შეხებიდანვე დავინტერესდი და მას შემდეგ ვეძებდი შესწავლის გზებს. მოქშა ფეიქარის დამსახურებით დღეს ეს საქართველოში შესაძლებელია. ამჟამად მოქშასთან და შტეფანი ჰარტუნგთან ერთად გავდივარ საერთაშორისოდ აღიარებულ საოჯახო განლაგების სასწავლო ტრეინინგ IASA-ს.

კონტაქტი

მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში

bottom of page