top of page

აუტიზმი და მასთან დაკავშირებული დარღვევები

Autorenbild: Moksha PeikariMoksha Peikari


„აუტიზმის სპექტრის აშლილობების სრულად განკურნება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების სისტემის სრულყოფილი აღდგენით და მისი გამართულად ფუნქციონირებით“. - დეიტრიხ კლინგჰარდტი, M.D.


აუტიზმი და მასთან დაკავშირებული დარღვევები დღევანდელ მსოფლიოში პანდემიად იქცა. აუტიზმის სხვადასხვა ფორმა ახლა სტატისტიკურად 55-დან 1 ბავშვს აღენიშნება და ეს ციფრი მზარდი პროცენტულობით (1100%) ხასიათდება. დასავლური მედიცინა ამ პრობლემისგან გამოსავლად მედიკამენტოზურ მკურნალობას მოიაზრებს, რაც მცირე ხნით ახშობს დაავადების სიმპტომებს, ხოლო ალტერნატიული მიდგომები ფოკუსირებულია აუტიზმის ძირითადი ბიოსამედიცინო, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გარემო მიზეზების მოკვლევით და მკურნალობით.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაავადებული შეიძლება აღმოჩნდეს არამხოლოდ ჩვენი ფიზიკური სხეული, არამედ ენერგეტიკული და სულიერი სხეულებიც. ასე რომ, აუცილებელი ხდება ჰოლისტური, ანუ ადამიანის ყველა შემადგენელი ნაწილის მკურნალობა, მისი სრული აღდგენისათვის.


სისტემური განლაგება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ოჯახური განლაგება, შექმნა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ბერტ ჰელინგერმა. ეს ფენომენოლოგიური მეთოდი გამოიყენება ქრონიკული მდგომარეობების, დაავადებებისა და ემოციური სირთულეების მიზეზების დასაგდენად, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს თაობათაშორისი ოჯახური სისტემებიდან და არ უკავშირდებოდეს გამოყოფილად მხოლოდ ცალკეულ პიროვნებას და შეიძლება დაკავშირებული იყოს საკვანძო სტრესულ მოვლენასთან.


ოჯახის ენერგეტიკის კვლავის ეს დინამიური და ძლიერი მეთოდი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც „მცოდნე ველს“, გამოიყენება ისეთი ემოციური ფაქტორების და ისეთი მდგომარეობების შესასწავლად, როგორებიცაა ავადმყოფობა, ალერგია, ალკოჰოლიზმი, ADHD და აუტიზმი. აუტისტი ბავშვების მშობლების გარკვეულმა რაოდენობამ ამ მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდის შედეგად უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა, რაც არა მხოლოდ მათზე, არამედ მათ ოჯახებზეც დადებითად აისახა.


ეს ბავშვები ხშირად მოუგვარებელი ტრანს-გენერაციული ოჯახური პრობლემების მიმღებები ხდებიან მათი განსაკუთრებული სენსიტიურობის გამო ენერგიების მიმართ. სწორედ ეს განაპირობებს მათ დაავადებას.


სისტემური განლაგება სიღრმისეულად შეისწავლის ოჯახის წინაპრების გავლენას - ოჯახის სულზე. ჩვენს სულებს ინფორმაცია ერთი ცხოვრებიდან მეორეში, ერთი თაობიდან მეორეში გადააქვთ.


ბავშვები ხშირად წინაპრების ენერგეტიკულ ველს იჭერენ. ეს განსაკუთრებით აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხებათ, რადგან ისინი სუპერმგრძნობიარე, სპირიტუალური სულები არიან, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად, ოჯახებისადმი ლოიალურობის, ან ოჯახურ სისტემაში ბალანსის აღდგენის სურვილით საკუთარ თავზე იღებენ სიტუაციის განმუხტვას. ოჯახური განლაგების სესიის მიზანია გამოავლინოს ეს ფარული დინამიკა და გვაჩვენოს რა შეიძლება იყოს გამოსავალი. როდესაც ოჯახურ ისტორიაში არსებულ საკითხებს ვაგვარებთ, ამ ბავშვების მდგომარეობა ჯადოსნურად უმჯობესდება.


ყველასგან დავიწყებული

ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც ჩვენ პირობითად დავარქმევთ "მიშელს", აუტიზმით მძიმედ დაავადებული ძმა ჰყავდა. ის ვერ ლაპარაკობდა და ძალიან თვითდესტრუქციული იყო. გოგონას ეშინოდა, რომ მისი ძმა ვერასოდეს იცხოვრებდა "ნორმალური", სრულფასოვანი ცხოვრებით, რადგან ის უარს აცხადებდა ყველანაირ ბიოსამედიცინო მკურნალობასა და სხვა თერაპიებზე. დასაწყისისთვის ფასილიტატორმა ,,სცენაზე’’ გამოიყვანა მიშელის, მისი ძმის და ორივე მშობელის წარმოდგენლები/რეპრეზენტატორები.


მონაწილე, რომელიც მისი ძმის წარმომადგენლად იყო არჩეული, იქვე მდგარი სკამის ქვეშ იმალებოდა და აქეთ-იქეთ ქანაობდა. ორივე მშობელი სცენაზე ისე იდგა, რომ თითქოს მათთვის ძალიან უინტერესო რამ ხდებოდა; მიშელი ძირს იყურებოდა, იატაკს იყო მიჩერებული. მოგვიანებით, განლაგების დროს გაირკვა, რომ მიშელი ასე დაჟინებით იმ პატარა ბავშვს უყურებდა, რომელიც მის ოჯახში სამი თაობის წინ გარდაიცვალა თანდაყოლილი დეფექტებით. იგი სათანადოდ არ იყო აღიარებული, ან არ უგლოვიათ.


ფასილიტატორმა სრულიად ,,დავიწყებული" ბავშვის ადგილზე აუტიზმის მქონე ძმა დააყენა და სცენაზე შეიყვანა მიშელის დიდი ბებია-ბაბუის წარმომადგენლები (დავიწყებული ბავშვის მშობლები). მშობლებმა ბავშვი გულში ჩაიკრეს და მათ შორის მოკლე დიალოგი შედგა. ბავშვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის თავს უფრო მშვიდად, მოდუნებულად და კომფორტულად გრძნობდა. მოხდა ძალიან ღრმა განკურნება.


ერთი წლის შემდეგ, მიშელმა ფასილიტატორს შეატყობინა, რომ მისი ძმა უფრო აქტიურ როლს თამაშობდა საკუთარი გამოჯანმრთელების საკითხში და მკურნალობაზეც დათანხმდა.


ომი და მენტალური დაავადებები

"ენდრიუ", ოცდაათ წლამდე მამაკაცი, რომელსაც ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, ჩემს სესიებში იღებდა მონაწილეობას. ის ამტკიცებდა, რომ მის ოჯახში ფსიქიკური დაავადებები და ფსიქოზი ბობოქრობდა. ატირდა, როცა ახსენა, რომ ბიპოლარული აშლილობისთვის მრავალ მედიკამენტს იღებდა. აღნიშნავდა, რომ მისთვის სამსახურის შენარჩუნება რთული იყო. ხშირად თავს ძალიან მარტოდ გრძნობდა. მისი თქმით, მშობლებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია. აღნიშნა, რომ დედამისი ,,გიჟი’’ იყო. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის ძალიან პატარა იყო და ის ამაში საკუთარ თავს და მის პრობლემებს ადანაშაულებდა.

სცენის თავდაპირველ წყობაში ენდრიუ წარმოდგენილი იყო ფსიქიკურ დაავადებასთან და მის მშობლებთან ერთად. პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, გამოიკვეთა, რომ წარსულში რაღაც ყურადსაღები მოვლენა მოხდა. ფსიქიკური ავადმყოფობის რეპრეზენტატორმა ომის მახასიათებლების მიღება დაიწყო და გამოვლინდა ფარული დინამიკა. მოგვიანებით, განლაგების დროს, ენდრიუს წარმომადგენელმა დახრჩობის განსახიერება დაიწყო, თითქოს სუნთქვის შეკავებას ცდილობდა. ყვიროდა: „მე სიკვდილს ვიმსახურებ, რადგან სხვები მოვკალი“.


გაირკვა, რომ მისი დიდი ბაბუა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა და მდოგვის გაზის შეტევის დროს დაიღუპა. ენდრიუ სამსახურს უწევდა თავის ოჯახს მათი ღრმა სიყვარულის გამო. მან საკუთარ თავში მიიღო მსხვერპლისა და მოძალადის გრძნობები, რამაც მისი ღრმა შინაგანი კონფლიქტი გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ის ფსიქიკური ავადმყოფობისა და აუტიზმის მძიმე ტვირთს ატარებდა. ოჯახური განლაგების დროს შესრულებული სულიერი სამუშაოს წყალობით ენდრიუმ შეძლო გამოსავალი ეპოვა არსებული სიტუაციიდან როგორც თავისთვის, ასევე მისი ოჯახის ყველა წევრისთვის.


რომ შევაჯამოთ, ტრანსგენერაციული ტრავმები, რომლებიც ჩვენს სხვა ტოქსიკურ ტვირთებს ემატებიან, აძლიერებენ ავადმყოფობისკენ მიდრეკილებას. უბედურმა შემთხვევამ, ან მოუგვარებელმა კონფლიქტებმა რომლებიც ჩვენს წინაპრებს უკავშირდებათ შეიძლება არეულობა გამოიწვიოს ოჯახურ სფეროში, რაც გამოვლინდება ფსიქიკაში, ნერვულ სისტემაში და მეტაბოლურ ფუნქციებში დარღვევების სახით. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ასეთი ოჯახური დარღვევების მიმართ.

გამოცდილი ფასილიტატორის მიერ ჩატარებული ოჯახური განლაგების სესიის შემდეგ, თერაპიას და ბიოსამედიცინო ინტერვენციებს შესაძლოა გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. საბედნიეროდ, არასდროს არის გვიან წარსულის ჭრილობების შეხორცებაზე ვიზრუნოთ. განლაგებებზე მუშაობა უნიკალურია იმით, რომ ოჯახის ნებისმიერ ცოცხალ წევრს შეუძლია განკურნოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ოჯახის ყველა წევრი.


ჯენიფერ გიუსტრა-კოზეკი, LPC, რეიკის ოსტატი, ჰიპნოთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ოჯახური განლაგების ფასილიტატორია. ის ხშირად წერს სტატიებს ჰოლისტური მკურნალობის საკითხებზე და უსაფრთხო გადაწყვეტილებებზე აუტიზმისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობისას. ის ავტორია ჯილდოს მფლობელი წიგნისა: ,,განკურნება უვნებლად: AxxDHD-ის, აპრაქსიისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევების ბუნებრივად და ეფექტურად განკურნება მავნე მედიკამენტების გარეშე.’’



ამ ადამიანზე, მის წიგნებზე და ჰოლისტური განკურნების მიმართულებით მის მიერ გაწეულ სამუშაოზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია მოიძიოთ საიტზე: www.healingwithouthurting.com.

Comments


bottom of page