შვილები მიმართავენ მშობლებს:
(სქემა - ოჯახური განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები განკურნებისთვის)
ბავშვი დედას და მამას ქედს უხრის და მიმართავს:
დედას: მე ქედს ვიხრი შენს წინაშე და პატივს მოგაგებ.
მამას: მე ქედს ვიხრი შენს წინაშე და პატივს მოგაგებ.
ვაჟი დედას, რომელიც მასზე მშობიარობისას გარდაიცვალა:
ძვირფასო დედა, გთხოვ დამლოცე.
ვაჟი, რომელსაც სურს მამამისს მიჰყვეს, რომელიც ნასამართლევი იყო და ციხეში გარდაიცვალა:
არ მიგატოვებ, გთხოვ დამლოცო.
ვაჟი მიმართავს მამას, რომელმაც ომში ჩაიდინა დანაშაული:
მამა, მე შენ გაგიშვებ, როგორიც არ უნდა იყოს შენი ბედი და დანაშაული.
სასიკვდილოდ დაავადებული ვაჟი მიმართავს მამას, როდესაც მას ჯერ კიდევ არ შეუძლია მის მიმართ თაყვანისცემა:
გთხოვ კიდევ მომეცი ცოტა დრო.
ბავშვი მიმართავს მამას, რომელმაც თავი მოიკლა:
ქედს ვიხრი შენი გადაწყვეტილების წინაშე
ქედს ვიხრი შენი ბედის წინაშე.
შენ ყოველთვის დარჩი მამაჩემად და მე ყოველთვის ვიქნები შენი შვილი.
ალკოჰოლიკი მამის შვილი მიმართავს დედას:
დედა, მე შენ გენდობი და მამასაც ისეთ პატივს ვცემ, როგორც შენ.
ყოფილი ცოლისგან გაჩენილი ქალიშვილი მიმართავს მამას (მიუთითებს დედისკენ):
ის ჩემი დედაა, მე კი მისი ქალიშვილი ვარ.
ის ერთადერთი და სწორი დედაა ჩემთვის.
სხვასთან არაფერი მაქვს საერთო.
ეს ქალიშვილი მიმართავს ასევე დედას:
შენ ჩემი დედა ხარ, მე კი შენი ქალიშვილი.
შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ.
მამაჩემის მეუღლესთან არაფერი მაქვს საერთო.
ყოფილი ქმრისგან გაჩენილი ვაჟიშვილი მიმართავს დედას (მიუთითებს მამაზე):
ის მამაჩემია, მე კი მისი შვილი.
მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო მამაჩემი.
მე სხვასთან საერთო არაფერი მაქვს.
ეს ვაჟი მამამისს:
შენ მამაჩემი ხარ, მე კი შენი შვილი.
მხოლოდ შენ შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყავი.
მე არაფერი მაქვს საერთო დედაჩემის სხვა კაცთან.
შვილი მიმართავს დედას, რომელიც მამამისზე დამცინავად საუბრობს:
როდესაც მას ხედავ, მე მხედავ.
ქალიშვილი მიმართავს დედას, როდესაც ეშინია რომ მას დაემსგავსოს:
აი, მე შენნაირი ვარ და მომწონს ეს
ბერტ ჰელინგერი
Comments