top of page

მიჯაჭვულობის დარღვევა

Autorenbild: Moksha PeikariMoksha Peikari


მიჯაჭვულობის დარღვევა მიეკუთვნება „მოუწესრიგებული სოციალური ფუნქციების“ ჯგუფს. უმეტეს შემთხვევაში ამას საფუძვლად უდევს ოჯახურ სისტემაში გარკვეული მოვლენებთან ვერ გამკლავება, რისი გავლენაც გრძელდება და ვერ სრულდება.


ასევე საოჯახო განლაგებებში ხშირად კარგად ჩანს ხოლმე, რომ ეს მოვლენები ხშირად დაკავშირებულია ნაადრევად გარდაცვლილ მშობლებთან, მშობლის მიმართ ემოციურად შინაგანი კავშირის შეწყვეტასთან, გაშვილებასთან, ძალადობასთან, ნაკლოვან ფიზიკურ კონტაქტთან, დედის ან ზოგადად მშობლების ფსიქოლოგიური არამდგრადობასთან ან მათ მიუწვდომლობასთან, ასევე დაბადებისას დედის მხრიდან ძლიერ შიშებსა და ტკივილებთან.


მიჯაჭვულობის დარღვევა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს და ფსიქოლოგიური აშლილობით ხშირად თაობების მანძილზეც ვლინდება.


ადამიანები დამოკიდებულნი არიან სხვებზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან და განსაკუთრებით იმ ცოციუმზე, რომელშიც ისინი დაიბადნენ.


მშობლებთან ბუნებრივი მიჯაჭვულობით ჩვენ ვსწავლობთ უსაფრთხოებას და ნდობას. უმეტეს შემთხვევაში დედა არის პირველი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, ვისაც თავდაპირველად ვუკავშირდებით ხოლმე. დედა განსაზღვრავს ჩვენი კავშირების ფუნდამენტურ, ძირითად სტრუქტურას და ეს ხდება შემდგომში ჩვენი ემოციური სამყაროს საფუძველი. სწორედ ეს თავდაპირველი განცდები გადადის ყველა შემდგომ ურთიერთობაზე, როგორც ძირითადი სტრუქტურა.


მიჯაწვულობის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:


1 უსაფრთხო (ბუნებრივი) მიჯაჭვულობა


2 ამბივალენტური მიჯაჭვულობა


3 ამრიდებლური მიჯაჭვულობა


4 დეზორიენტირებული მიჯაჭვულობა


დეზორიენტირებული მიჯაჭვულობის დროს, მაგალითად, ბავშვები ჯერ გარბიან დედისკენ შესახვედრად, მერე შუა გზაზე ჩერდებიან, შემობრუნდებიან და კვლავ ზრდიან მანძილს.


ჯონ ბოულბიმ გამოიკვლია ხშირად მარტოდ მიტოვებული ბავშვების მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპები: ესენია


შიში და პანიკა


აგრესიულობა და ბრაზი


სასოწარკვეთა და აპათია


გაშეშებულობა (ტრავმის რეაქცია, როდესაც არც შეტევა და არც გაქცევა აღარ ფუნქციონირებს)


დედის გარდა მეორე მთავარი მიჯაჭვულობის ფაქტორი ბავშვისთვის არის მამა, რომელსაც ბავშვი თავდაპირველად დედის გრძნობების გავლენით აღიქვავს, მაშნაც კი, როდესაც მამა არ არის არც ახლო და არც კონტაქტში.


ასეთი ტიპის ამრიდებლური მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები ხშირად გადასცემდნენ საკუთარ მიჯაჭვულობის განცდას მათ მომავალ თაობებს. ეს ძირითადად მარტოხელა დედებს ეხებათ, რომლებიც ყოფილი პარტნიორის არყოფნის მიმართ გრძნობებს მათ შვილებს გადასცემენ.


დედის მიერ მამის აღქმასაც შეუძლია მოგვიანებით, ხშირად გაუცნობიერებლად, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საკუთარი პარტნიორის არჩევანზე.


ანალოგიურად, ბავშვები ასევე სხვებთან ურთიერთობასაც მშობლების მიერ მათი აღქმის გზით სწავლობენ.


თუ მშობლებს ერთმანეთი უყვართ და ასევე ყველა მათი შვილი უპირობოდ, მაშინ და-ძმებს შორის კონფლიქტებიც ნაკლებია. ასევეა პირიქითაც. დედმამიშვილების ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე მშობლების დამოკიდებულებას დიდი გავლენა აქვს.


საკუთარი მიჯაჭვულობის ტიპაჟის უკეთ გამოსარკვევად, შეგიძლიათ ქვეედა ბმულზე გადახვიდეთ და დაიანა პულ ჰელლერის მიჯაჭვულობის უფასო ტესტი გააკეთოთ (ტესტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა):


Comments


bottom of page