
ზუსტად ასევე, ან, შესაძლოა უფრო მეტადაც გვიჩნდება ანაზღაურების მოთხოვნილება, როდესაც ჩვენ ვინმე ზიანს გვაყენებს. ასეთ დროს, მისთვის ზიანის მიყენების სურვილი „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ-ის“ პრინციპით ჩვენც გვიჩნდება.
უცანაურია, მაგრამ საზღაურს ორივე მხარე ელის, არა მარტო მსხვერპლი, რომელსაც ზიანი მიაყენეს, არამედ ისიც, ვინც მას ზიანი მიაყენა და ამ თვალსაზრისით მის მოვალედ იქცა.
მსხვერპლი შურისძიებაზე ფიქრობს. მოძალადეს კი ცოდვის გამოსყიდვით დანაშულისგან გათავისუფლება უნდა. რა ხდება სინამდვილეში? მყარდება ბალანსი? რა შედეგები სდევს ამას? მოძლადე გრძნობს: ეს უკვე მეტისმეტია და თავის მხრივ, ამჯერად უკვე როგორც მსხვერპლი, ისიც საზღაურის გადახდას ცდილობს.
ამიტომ ხშირად დაბალანსების მიზნით ის მსხვერპლს კვლავ ზიანს აყენებს. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, ისინი ამითი ერთმანეთს მტრებად ეკიდებიან.
შურისძიება სიყვარულით
დაბალანსების მოთხოვნილება ბოროტების სფეროშიც გარდაუვალი განცდაა და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ამ გრძნობის დათრგუნვას და მისი მაღალზნეობრივი პრინციპებით გადალახვას ვეცდებით, ამით ურთიერთობას დავაზიანებთ. ამითი მსხვერპლი, ანუ დაქვემდებარებული, თანაბარი მდგომარეობის ნაცვლად, უპირატესობას მოიპოვებს.
შედეგი დაახლოებით იგივეა, როგორც იმ დროს, როცა ერთი მეორეს თავის სიყვარულს უშურველად აფრქვევს და მისთვის გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე იმ მეორეს შეუძლია საპასუხოდ დაუბრუნოს. მიტევება ცალმხრივი არ უნდა იყოს.
წარსულს არც ერთი არ უნდა მიუბრუნდეს - ფიქრებითაც კი და ჯობია რომ მომხდარი სამუდამოდ უნდა დაივიწყონ. ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ყველაზე მარტივი გზაა, ერთმანეთისთვის თანაბარი ან უფრო დიდი ზიანის მიყენების ნაცვლად, ერთმანეთს ნაკლები ზიანი მიაყენონ, ანუ, მსხვერპლს შეუძლია რომ შური იძიოს, მაგრამ ამჯერად ის ამას გაგებით და სიყვარულით აკეთებს. ანუ, მისი შურისძიების (ან გაბალანსების) პროპორცია მოძალადეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი თანაბარი ან მეტი.
მეორეს ეს აკვირვებს. ორივე ერთმანეთს უმზერს და ძველ სიყვარულს იხსენებს, თვალები უბრწყინდებათ და გაცემისა და მიღების ურთიერთგაცვლის სიკეთე თავიდან იწყება.
ცხადია, რომ ამიერიდან ორივე მეტ სიფრთხილეს იჩენს და ერთმანეთისადმი უფრო მეტად ყურადღებით არიან. ამ ანაზღაურების შედეგი მათი სიყვარულის გაღრმავებაა.
ბერტ ჰელინგერი
Comentários