top of page
AutorenbildMoksha Peikari

განლაგების მეთოდი

Aktualisiert: 21. Nov. 2023



განლაგებისას, როგორც მე მას ვაკეთებ და ვუჩვენებ, იმ პიროვნების წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, რომელსაც რაღაცის გარკვევა სურს. მაგ. სურს, თავისი ავადმყოფობისა და პარტნიორთან პრობლემების მიზეზები გაარკვიოს, ან ახსნას, რა ეღობება ცხოვრების გზაზე მის წარმატებას. ამ დროს, არ არის აუცილებელი ამ პიროვნების წარმომადგენელმა იცოდეს, საკუთრივ რა პრობლემები აქვს პიროვნებას, რომელსაც ის წარმოადგენს.


ირკვევა, რომ ეს წარმომადგენელი შინაგანად სხვა სულიერ სამყაროსთან ამყარებს კონტაქტს, საიდანაც ის ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას იღებს: მას არათუ არ ჭირდება რაიმე კონკრეტულის ცოდნა, არამედ იმაზეც კი არ უნდა იფიქროს, რა ცოდნა გადაეცემა. უბრალოდ, მან უნდა მოიკრიბოს ყურადღება და საშუალება მისცეს მოძრაობას, რომ მან ის მოიცვას. მაგალითად, ის ხრის მზერას და წინააღმდეგობას ვერ უწევს ამ მოძრაობას, ან გვერდზე ბრუნდება და გარკვეული მიმართულებით იყურება.


როცა წარმომადგენელი ძირს იყურება, განლაგების ხელმძღვანელი მეორე პიროვნებას ირჩევს და თხოვს, ამ წარმომადგენლის წინ გულაღმა დაწვეს. გამოცდილებით ცნობილია, რომ როცა წარმომადგენელი ძირს იხედება, მაშინ ის გარდაცვლილს უყურებს. მან უფრო მეტიც იცის. პიროვნებას, რომელის წარმომადგენლადაც ის გვევლინება, მიცვალებული იზიდავს. ასე რომ, მოკლე ხანში ცხადი ხდება, თუ რა ხდება ამ პიროვნების თავს. საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.

როცა პირველი წარმომადგენელი გვერდზე ბრუნდება და გარკვეული მიმართულებით იყურება, განლაგების, ანუ კონსტელაციის ხელმძღვანელი მეორე წარმომადგენელს ირჩევს და იქ აყენებს, საითაც იმ პირველი წარმომადგენლის მზერაა მიმართული. არავინ იცის, ვის წარმოადგენს ეს მეორე პიროვნება ისევე, როგორც არავინ იცის, ვის წარმოადგენ ის, ვინც იატაკზე წევს.


მიუხედავად ამისა, მათ ეს მოძრაობა მოიცავს და შეიპყრობს. ამგვარად, ასე ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ კონსტელაცია. მოძრაობა იმ პიროვნებასაც მოიცავს, ვისაც ეს ყველაფერი ეხება. მაგალითად, ის ტირილს იწყებს, ან შედის იმავე კონსტელაციაში და იმ პიროვნების გვერდით წვება, რომელიც იატაკზე წევს.

ჩვეულებრივ, ამ დროს ხმას არავინ იღებს. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს პროცესს უცხო ხელი წარმართავდეს. მსგავსი გრძნობები ეუფლება მაყურებელსაც, რომელიც ამ განლაგებას ესწრება. ისინი უეცრად ხვდებიან, ის, რაც მათ თვალწინ ხდება, ასევე მათთანაც არის დაკავშირებული...


ბერტ ჰელინგერი

9 Ansichten

Comments


bottom of page