top of page
AutorenbildMoksha Peikari

სინდისი



ერთ კაცს სიზმარში უფლის ხმა შემოესმა, რომელმაც უთხრა: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.“ მეორე დილით, კაცი ადგა, შეხედა თავის ერთადერთ და საყვარელ ძეს, შეხედა თავის ცოლს, თავისი ვაჟის დედას და შეხედა თავის ღმერთს.


მოჰკიდა შვილს ხელი და აიყვანა მთაზე, ააგო საკურთხეველი, შეუკრა შვილს ხელები, ამოიღო დანა და ყელის გამოჭრა დაუპირა. ამ დროს სხვა ხმა შემოესმა და კაცმა შვილის ნაცვლად ცხვარი დაკლა.


როგორ უყურებს ვაჟი მამას?

ცოლი-ქმარს?

ქმარი-ცოლს?

როგორ უყურებენ ისინი ღმერთს?

და როგორ უყურებს ღმერთი-თუ ის არსებობს-მათ?


უფლის ხმა სიზმარში კიდევ ერთ კაცს ჩაესმა. ხმამ უთხრა: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.“ მეორე დილით, კაცი ადგა, შეხედა თავის ერთადერთ და საყვარელ ძეს, შეხედა თავის ცოლს,


თავისი ვაჟის დედას და შეხედა თავის ღმერთს და მიახალა: „ამას არ ვიზამ!“

როგორ უყურებს ვაჟი მამას?

ცოლი-ქმარს?

ქმარი-ცოლს?

როგორ უყურებენ ისინი ღმერთს?


ბერტ ჰელინგერი

Commenti


bottom of page