top of page

შვილი სხვა ურთიერთობიდან

Autorenbild: Moksha PeikariMoksha Peikari


როგორ გრძნობს თავს მამაკაცი, როდესაც გაიგებს, რომ შვილი არ არის მისი?


ასეთ შემთხვევაში მამაკაცი ღრმად შოკირებულია მისი ერთგულების და ნდობის წარმოდგენებთან მიმართებაში. ამასთან, ბევრ მამაკაცს სურს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. ან ისინი ამ ქალთან კონტაქტს მთლიანად წყვეტენ, ან ცდილობენ რომ აპატიონ მათ ეს რომანი, რადგან მასთან ცხოვრება ისე გააგრძელონ, თითქოს აქ საერთოდ არც არაფერი არ მომხდარა...


რა ემართებათ ქალებს, რომლებმაც არ იციან ვინ არის მათი შვილი?


მათთვის ეს საშინელი მდგომარეობაა. ასეთ მდგომარეობაში ქალები აღელვებულები და ასევე დაუცველებიც არიან. სინამდვილეში მათ მხოლოდ სიმართლე ეხმარება, რომლის გარკვევა მამობის ტესტის საშუალებით არის შესაძლებელი.


აქვს ამ ურთიერთობას მომავალი?


თუ ვინმე ქორწინებაშია სხვასთან და მესამე მხარისგან გაუჩნდება შვილი, მისი მომავალი ახალ ოჯახს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში იგულისხმება ბავშვის დედა და ბიოლოგიურ მამა. მაგრამ, თუ ქალი და მისი მეუღლე ამის და მიუხედავად მაინც ერთად რჩებიან, მაშინ ცოლმა უნდა აღიაროს, რომ მან თავის ქმარს ავნო.


ამ სიტუაციის მისაღებად კაცს დრო სჭირდება. ქალი შეიძლება განსაკუთრებული სიყვარულით ცდილობდეს ამ უნდობლობის კომპენსაციას. წყვილებს, რომლებმაც ეს პროცესი უკვე გაიარეს, უფრო ყურადღებიანი, უფრო მეტად პასუხისმგებლები და უფრო მადლიერები ხდებიან ხოლმე ერთმანეთის მიმართ.


უნდა იცოდეს ბავშვმა სიმართლე?


დიახ და რაც შეიძლება მალე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტყუილში გაიზრდება. მოგვიანებით ამან მასში შეიძლება გამოიწვიოს დაუცველობის შეგრძნება, უნდობლობა. ასევე მას შესაძლოა ჰქონდეს ბუნდოვანი და სახიფათო იდეები და ჩვევითი ადიქციები.


სისტემური განლაგებების დროს, ჩვენ ისევ და ისევ ვხედავთ ხოლმე, რომ ადამიანებს მხოლოდ მისი წარმომავლობითი სისტემის ახსნა-განმარტებით შეუძლიათ ამ სიმპტომების მოშორება. ჯერ სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს, შემდეგ შეგიძლია რომ წარსულს გაუმკლავდე და ამის შემდეგ კი მომავალი ააშენო.


ბავშვს ყოველგვარი დრამის გარეშე უნდა უთხრათ, რომ მისი მამა არ არის ბიოლოგიური მამა და დედას კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს, რომელიც მისი მამაა. ჩვეულებრივ, ბავშვები ამას უკეთესად უმკლავდებიან, ვიდრე ამას შეიძლება მოზრდილები ფიქრობენ.


როგორ შეუძლია მამაკაცს მოახდინოს მეუღლის შვილთან კონტაქტი?


ქალის მიერ ნაღალატევმა კაცმა არასდროს არ უნდა იკისროს არაბიოლოგიური ბავშვის მამის მთლიანი როლი. უკეთესია, თუ ის უბრალოდ მისი ერთი მნიშვნელოვანი აღმზრდელი გახდება. თუ ის ამ ბავშვზე სოციალურიად მზრუნველობდა, და მრავალი წლის განმავლობაში უვლიდა, მან უნდა უთხრა მას: ”მე ბედნიერი ვიყავი შენთან და კიდევ ვიქნები შენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მე შენი ბიოლოგიური მამა არ ვარ. ასეთ ღია და პირდაპირობის ფონზე, ხშირად ძალიან კარგი ურთიერთობები ვითარდება ხოლმე.


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page