
განათლებაში ბევრი მიიჩნევს იმას, რომ ის ძირითადად მხოლოდ ჩვენი პროფესიული ცხოვრების მომზადებას ემსახურება; რომ ამას მიაქვს უმეტესწილად დრო და რომ ეს ასევე სრულ თავდადებას მოითხოვს. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდება ხოლმე, რომ პირველ რიგში პროფესია საკუთარი საარსებო წყაროს შოვნასა და ოჯახის მხარდაჭერას ემსახურება, რომელიც მომავალი თაობების სიცოცხლეს გადასცემას ემსახურება... პედაგოგებსაც ეს იერარქია აქვთ მხედველობაში, როდესაც ისინი სტუდენტებს შემდგომი პროფესიისთვის ამზადებენ. ამ გზით სკოლაც და პედაგოგებიც, მშობლების მეშვეობით, ამ ყოვლისმომცველი გაგებით ცხოვრების სამსახურში არიან და მის შემდეგ თაობებზე გადაცემაში მონაწილეობენ...
რა იქნებოდა აქ უწესრიგობა? თუ სამუშაო და პროფესიული ცხოვრება ოჯახს შთანთქავს და მშობლები ისე არიან თავიანთი სამუშაოებით დაკავებულნი, რომ ბავშვებზე ზრუნვა და მათი განათლება მხოლოდ მათი შემცვლელებს, მათ შორის მასწავლებლებსა და აღმზრდელების საშუალებით გადაიცემა, ამითი სიცოცხლის გადაცემის ძირითადი წესრიგი ირღვევა... აქ ჩნდება კითხვა: შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს ეს მოძრაობა ისეთი მიმართულებით წარმართონ, რომ პატივი სცენ ძირითად წესრიგს და მათთვის დადგენილ ფარგლებში, მშობლებსა და შვილებს და მათ ურთიერთობებს, მათთვის კუთვნილი და ღირსეული ადგილი მიანიჭონ? ამის ერთ ერთი შესაძლებლობაა, თუ პედაგოგები მშობლებს მათ მიერ მათ შვილებზე ზრუნვაში ჩართავენ და მათ ამის შესახებ საკმარისად აცნობენ.
პოლიტიკა ეს კი უკვე მასწავლებლებს შესაძლებლობების ზღვარზეა. პირდაპირი გაგებით, ეს გამოწვევაა პოლიტიკოსებისა და დამსაქმებლებისთვის.
მათ ისეთი გარემო უნდა უზრუნველყონ, რომელიც მშობლებს და მათი მეშვეობით შემდგომში ასევე პედაგოგებს, მისცემს იმის საშუალებას, რომ ისინი იმ უმაღლეს სიკეთეს ემსახურონ, რაც გვაბადია - ჩვენს შვილებს და მათთვის დამსახურებული და შესაფერისი დრო და ადგილი უზრუნველყონ... ბერტ ჰელინგერი
Comments